NDI: 86% ის აზრით, კარიერის სანაცვლოდ, სექსუალური ხასიათის ქმედებების მოთხოვნა, სექსუალური შევიწროვებაა

0

„გამოკითხულთა 86% მიიჩნევს, რომ ადამიანის კარიერული წინსვლის სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის ქმედებების მოთხოვნა სექსუალური შევიწროვებაა“, – ამის შესახებ ნათქვამია NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის დოკუმენტში.
ხოლო, 8% პროცენტი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.
სექსუალური შენაარსიის კომენტარებითა და სხვა ქცევებით სამსახურში უხერხული გარემოს შექმნა 84% სექსუალურ შევიწროვებად მიიჩნევს, ხოლო 9% არა.
გამოკითხულთა 83% თვლის, რომ არასასურველი სექსუალური ხასიათის შეთავაზება სექსუალური შევიწროვებაა, რასაც არ ეთანხმება 11%.
საზოგადოებრივ სივრცეში (როგორიცაა ავტობუსი, ქუჩა და ა.შ.) უცხო ადამიანზე განზრახ შეხება გამოკითხულთა 82%-ისთვის სექსუალურ შევიწროვებად მიიჩნევა. აღნიშნულ ქმედებას 13% სექსუალურ შევიწროვებად არ თვლის.
კვლევის დროს გამოკითხულთა 67% ფიქრობს, რომ სექსუალური ხასიათის კომენტარის მიძახება ქუჩაში სექსუალური შევიწროვებაა, 26% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი