ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვები დაწესდა
ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე – კმ90-კმ112 აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.