რამ გააღიზიანა “ბასიანის” ინციდენტის ბრალდებული – დაზარალებული დეტალებს იხსენებს
დაზარალებული, კლუბ “ბასიანის” დაცვის უფროსი ზვიად მესხი 13 იანვარს მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ ორმა ნასვამმა პიროვნებამ ვერ გაიარა “ფეის კონტროლი”, რამაც გამოიწვია მათი აგრესია დაცვის თანამშრომლების მიმართ. მისივე თქმით, ორივე ახალგაზრდა ტერიტორიიდან გაიყვანეს, სადაც მოხდა მისი თავის არეში დაჭრა. თუმცა მასთან ერთად, შსს-ს ერთი თანამშრომელი და კლუბის მეორე დაცვაც დაიჭრა.
“ინციდენტი წარმოიშვა იქიდან, რომ კლუბში შესვლა უნდოდა ორ ნასვამ პიროვნებას, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს ფეის კონტროლი და შესაბამისად კლუბში ვერ მოხვდებოდა, რამაც გამოიწვია აგრესია დაცვის თანამშრომლების და ფეის კონტროლის მიმართ. რამდენიმე მოწოდების გამო, რომ არ ყოფილიყვნენ აგრესიულები, არ მოეყენებინათ ჩვენთვის შეურაცხყოფა, გინება და ა.შ მაინც არ გაჩერდნენ, ჩვენ ტერიტორია დავატოვებინეთ და გავიყვანეთ ტერიტორიის გარეთ. მე ვერ ვხედავდი საიდან მოდიოდა ეს პიროვნება ჩემკენ, ბ-ნმა თამაზმა დაინახა და შეუშალა ხელი იმას, რომ პირდაპირ ტვინში არ ჩაერტყა დანა. იმის გამო, რომ კლუბში ვერ შევიდა და ვერ გაერთო. გულთან აცდენილია ოდნავ, მძიმე იყო მდგომარეობა 24 წლის ბიჭის არტერიები ჰქონდა გადაჭრილი და ა.შ. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ხელებში ჩაგვკვდომოდა. მეც თავისუფლად შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი”,-აცხადებს დაცვის უფროსი.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 13 იანვარს გამთენიისას მოხდა რის შედეგადაც შსს- თანამშრომელი და კლუბის დაცვის 2 წევრი დაიჭრა.
აღსანიშნავია, რომ პოლიციელისა და კლუბ „ბასიანის” დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული, „თბილგვირაბმშენის“ დირექტორის, ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის უფროსი ვაჟი, 27 წლის თამაზ ქვლივიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.