ოთარ გრიგოლია: ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია არ გვაქვს

„ჩვენი ეკონომიკა იზრდება და ამ მიმართულებით არავითარი სტაგნაცია არ გვაქვს“, – ასე უპასუხა თბილისის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებას, რომელთა თქმითაც, ქვეყანაში  ამჟამად ეკონომიკური სტაგნაციაა. ოთარ გრიგოლიას განმარტებით,  ოპონენტები ცრუობენ, რითაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიუხედავად, წინასწარ განსაზღვრულ მონაცემებს გადავაჭარბეთ და 2017 წელს იმაზე  მეტად გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა“, – განაცხადა გრიგოლიამ.

მისივე ინფორმაციით, 2012-დან 2017 წლამდე ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა და 60 ათასით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, 2013 წლიდან,  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, რომელმაც  ქვეყანაში სოციალური ვითარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

„საუბარი სოციალური სერვისების შემცირებაზე სიცრუეა. სოციალური ხარჯები გაზრდილია ბიუჯეტშიც და ამ სერვისებით  უკვე ის ადამიანები სარგებლობენ, რომლებიც წლების განმავლობაში ბედის ანაბარად იყვნენ მიტოვებულნი. ეს გზა შეუქცევადია,  ჩვენ  წინ მივდივართ და  ტყუილებით და დემაგოგიით ადამიანების შეცდომაში შეყვანა არ გამოგივათ“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები