ვახტანგ შაქარიშვილი: მმართველი გუნდი ოპოზიციის ტყუილებს ამომწურავ პასუხს გასცემს

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მერიაში თანამდებობრივი სარგოს მატება იგეგმება, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა უპასუხა. შაქარიშვილმა ოპოზიციონერი კოლეგები ტყუილის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მმართველი ძალა მოსახლეობის წინაშე თავს ვალდებულად თვლის, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ თითოეულ ტყუილს ამომწურავი და დოკუმენტურად დადასტურებული პასუხი გასცეს.

„ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები მხოლოდ ხელის შეშლისკენ არიან მომართულნი და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გადაწვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობენ“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე ქვეყანაში ოპოზიციის არარსებობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი სწორედ ჯანსაღი ოპოზიციაა, რომელიც სამწუხაროდ, საკრებულოს  არ ჰყავს.

„ნუ გაღიზიანებთ თქვენი პოლიტიკური წარსულის და იმ მტკივნეული საკითხების შეხსენება, რომელსაც თქვენი მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი’’ ,-  განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები