ვინ არის “ბასიანის” დაჭრაში ბრალდებული და რომელმა მოსამართლემ მიიღო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება
პოლიციელისა და კლუბ „ბასიანის” დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული, „თბილგვირაბმშენის“ დირექტორის, ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის უფროსი ვაჟი, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა.
„კვირას“ ინფორმაციით, სამი პირის დაჭრაში ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი შონიამ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კლუბ “ბასიანში” დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე თამაზ საველიევი, 13 იანვარს დაჭრეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდებულს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
როგორც დღეს შსს–ში გამართული ბრიფინგიდან გახადა ცნობილი, პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა შემთხვევის დროს იქ მყოფი ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს.