NDI-ს კვლევის შედეგად, 41% მიიჩნევს, რომ რუსეთი სამხედრო ძალის თვალსაზრისით უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, “გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები”,- ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, 15% თვლის, რომ რუსეთი და აშშ თანაბარისიძლიერის არიან, ხოლო 36% ფიქრობს, რომ სამხედრო უპირატესობას აშშ ფლობს. კითხვაზე პასუხი არ აქვს 8%-ს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.