ზურაბ პატარაძე თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით თურქეთის კონსულს შეხვდა

0

აჭარის მთავრობის თავმდჯომარე ზურაბ პატარაძე თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკს შეხვდა.
რეგიონის ხელმძღვანელმა პირმა უშუალოდ თურქეთის კონსულისაგან მოისმინა ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში შემოიღო.
ზურაბ პატარაძემ თურქეთის კონსულთან რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში საზღვრის კვეთის ცვლილებებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა.

კომენტარები

კომენტარი