NDI – გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად, 40% კი დასაქმებულად თვლის

0

NDI-ის კვლევის თანახმად, “გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად, 40% კი დასაქმებულად თვლის. აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული (მთავარია საქმიანობას მოჰქონდეს შემოსავალი)”,-ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაღალი – 72%-ია იმ გამოკითხული ადამიანების რიცხვი, ვინც თავს დასაქმებულად არ თვლის უმცირესობათა დასახლებებში.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

კომენტარები

კომენტარი