NDI – გამოკითხულთა 26 %-ის მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი, 39 %-ის აზრით კი, არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 39 % ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32 % კი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა 26 % მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% – საქართველო საერთოდ არ იცვლება, 39% – საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 3%-მა უპასუხა, რომ არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი -19 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.