NDI: ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ უმთავრეს პრობლემად, გამოკითხულთა 42%, გარემოს დაბინძურებას მიიჩნევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გავრცელებული კვლევის შედეგებში, კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, რომელიც ქალაქს/სოფელს აწუხებს, გარემოს დაბინძურება – 42%, საგზაო მოძრაობა – 34% და საზოგადოებრივი ტრანსპორტი – 33% დასახელდა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები