თიბისი გალერეაში ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნის საღამო გაიმართება

თიბისი გალერეაში ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნის საღამო და ოლიკო ჟღენტის  წიგნის, “ნიღბის მიღმა” პრეზენტაცია შედგება, რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს. პრეზენტაცია 16 იანვარს, 17:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ოთარ მეღვინეთუხუცესის შესახებ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმიც.

პრეზენტაცია, მარჯანიშვილის 7 ნომერში, თიბისი ბანკის სათავო ოფისში, თიბისი გალერეას მე-4 სართულზე შედგება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები