საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში მიღება გაიმართა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საზეიმო მიღება გამართა.

პარლამენტში გამართულ საზეიმო მიღებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულ სტუმრებს შორის  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იმყოფებოდა.

პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები იყო გამოფენილი.  გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო მსოფლიოს მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით არის გამოსახული.

საზეიმო მიღება თბილისის ბიჭუნათა კაპელამ საქართველოს ჰიმნით გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები