ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

როგორც ”კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია, ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3-ე კმ-დან, სოფელ სადგური სვირის გავლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-9-ე კმ-მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები