საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი გაგრძელდება

12 – 13 იანვარს საქართველოში  ნალექიანი ამინდი ნარჩუნდება. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი, 13 იანვარს დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12 იანვარს +7, +12, ხოლო 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი.  ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა კი 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სპეციალისტები კობი-გუდაურის მონაკვეთზე იმყოფებიან, ადგილზე აკვირდებიან სიტუაციას და  24 საათიან მონიტორინგს ახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების გართულების შემთხვევაში  შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები