„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების საჯარო განხილვა გაიმართა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში “საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოსდაცითი ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და ტრანსსასაზღვრო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცეში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დებულება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პრინციპებიდან გამომდინარე მომზადდა და მიზნად ისახავს, სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ეფექტური მექანიზმების დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობის მაღალ სტანდარტებს გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე.

შეხვედრაზე, მხარეებმა საჯარო განხილვის ჩატარების, მასში საზოგადოების მონაწილეობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრას გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი