სოფიო კილაძე: საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმისთვის

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმისთვის – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონპროექტი ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული აზრის ფორმირებისთვის.
“უმრავლესობა კანონპროექტს მხარს უჭერს. მგონია, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებისთვის, იმისთვის, რომ მოქალაქეებს დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მას ნამდვილად მხარს ვუჭერთ“– განაცხადა კილაძემ.
ამასთან, კილაძის ელის, რომ პრეზიდენტი “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ვეტოს დაადებს.
თუ იქნება ისეთი არგუმენტი, რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებს, ვეტოს გავიზიარებთ, მაგრამ ასეთი არგუმენტი ჯერ-ჯერობით ვერ მოვისმინე, ამიტომ მგონია, რომ მიუღებელი იქნება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები