ქართულ ყველში ნაწლავური ჩხირის ჯგუფის ბაქტერია აღმოჩნდა

თბილისში, რამდენიმე სუპერმარკეტის შემოწმებისას, სადაც ქართული ყველის სხვადასხვა ნაირსახეობა იყიდება, ნაწლავური ჩხირის ჯგუფის ბაქტერია აღმოჩნდა.
გაირკვა, რომ ყველი ნაწლავური ჩხირის ბაქტერიებს, კოლიფორიებს და სტაფილოკოკებს შეიცავდა.
15 განსხვავებული ყველის ანალიზის შედეგად, 12 ნიმუშში გამოვლინდა, რომ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები დაცული არ იყო.
კვლევა რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
ნიმუშები ლაბორატორიულად იმ ობიექტებიდან შემოწმდა, სადაც მოსახლეობა ყველს ყველაზე ხშირად ყიდულობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები