დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატში საქართველოს მხარდაჭერაზე იმსჯელეს

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის სხდომაზე განხილულ სხვადასხვა საკითხს შორის, საქართველოს შესახებაც იმსჯელეს.
კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა, უიმბლდონის ლორდმა აჰმადმა, ბრიუსელში დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხსა და ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონებში რუსული ინტერვენციის გამყარების წინააღმდეგ საერთაშორისო გავლენის გამოყენებას განაგრძობს. ამ მხრივ, სახელმწიფო მინისტრის თქმით, ბრიტანეთის ასევე განაგრძობს ჟენევის ფორმატის მხარდაჭერას.
„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას და ძალისხმევას თავად საქართველოში კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით: მაგალითად, დემოკრატიის განმტკიცება და გაძლიერება, ჩვენი დიდი სურვილია საქართველოში დემოკრატიის მდგრადობის უზრუნველყოფა, რასაც ემსახურება ჩვენი დაფინანსება (დაახლოებით 5.5 მილიონი). ჩვენ, რუსეთთან ურთიერთობებში და სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში, ევროკავშირის ჩათვლით, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მთლიანობას. ჩვენ ვმუშაობთ არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმაზე, არამედ თავად საქართველოში მდგრადი დემოკრატიის მშენებლობაზე.“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მხარი დაუჭირა გაეროს 2 რეზოლუციას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ, შეუერთდა ეუთოს განცხადებას რუსეთის სამხედრო აქტიურობის შეწყვეტის შესახებ, დააფინანსა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრი ექსპერტები და წვლილი შეიტანა ნატოს და სხვათა საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და რუსეთის წნეხის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები