ზაალ კასრელიშვილი პრეზიდენტს – „ვის მიანიჭეთ საქართველოს მოქალაქეობა? ვინ არის ეს ხალხი?“

 

„ვინ არის ეს ხალხი? რატომ ვღებულობთ საქართველოში ან რას საქმიანობენ ეს ადამიანები და რისთვის უნდათ საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი? – ამ კითხვებით მიმართავს ორგანიზაცია “კავკასიის ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც 2017 წელს, საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი უცხო ქვეყნის 3000 მოქალაქეს მიანიჭა.
ზაალ კასრელიშვილი „კვირასთან“ საუბრისას აღშფოთებას ვერ მალავს და აცხადებს, რომ არც ერთი ხელისუფლების დროს და არც ერთი პრეზიდენტის მმართველობის დროს, საზოგადოებისთვის უცნობი არ იყო ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის მცხოვრები პირები ღებულობდნენ საქართველოს მოქალაქის სტატუსს.
ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისთვის დღემდე უცნობია რა კრიტერიუმებს ითვალისწინებს პრეზიდენტი, როდესაც უცხო ქვეყნის პირებს საქართველოს მოქალეობას ანიჭებს.
ზაალ კასრელიშვილი საქართველოს პრეზიდენტს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და დასძენს, რომ როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს ღებულობს, საქართველოს ინტერესები გაითვალისწონოს.

„ჩვენთვის დღემდე უცნობია რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, როდესაც უცხო ქვეყანაში მცხოვრებ პირებს საქართველოს მოქალაქეობას ანიჭებს. ვეკითხები პრეზიდენტს, ვინ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა? არ ვიცი, ვინ არის ეს ხალხი? რატომ ვღებულობთ? რა პრინციპით ვღებულობთ ამ ადამიანებს? მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები კი არა, შინაარსი გვაინტერესებს. ძალიან სერიოზული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პრეზიდენტმა და აგვიხსნას ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რა კრიტერიუმებით სარგებლობს პრეზიდენტი, როცა ის ანიჭებს მოქალაქეობას უცხო ქვეყნიდან შემოსულ პირებს“ – აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი 2017 წელს იხსენებს და აცხადებს, რომ 2017 წლის ევროპის ქვეყნის ლიდერებმა დაიწყეს ფიქრი ლტოლვილების უკან დაბრუნებაზე.
„საქართველოში სულ 3000 – მდე დევნილის სტატუსის მქონე ადამიანია ერაყიდან. ეს, ჩვენ ევროპელებმა გვთხოვეს. როდესაც სირიიდან დევნილების პირველი ნაკადი წამოვიდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებზე ქვოტები გადანაწილდა, მათ შორის საქართველოც მოხვდა.

თუმცა, დღემდე არ ვიცით რომელი ქვეყნის მოქალაქეებს მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეობა და არც არავის გაუკეთებია განმარტება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც საქართველოდან წლების წინ წავიდნენ და შვილები საქართველოს ფარგლებს გარეთ შეეძინათ, სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეობა უნდა მიენიჭოთ. მაგრამ არაბული სახელმწიფოებიდან შემოსულ ადამიანებს რომ საქართველოს მოქალაქეობას ანიჭებ, ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინო. 2017 წელს, თავად ევროპის ქვეყნების მეთაურები შეთანხმდნენ, რომ დროა ლტოლვილების უკან დაბრუნების პროცესზე ფიქრი დაიწყოს და ეს ადამიანები საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდნენ. ცოტა სიფრთხილე კი არა, ძალიან სერიოზული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პრეზიდენტმა, ჯერ ერთი საქართველოს მოქალაქეებს აგვიხსნას რა კრიტერიუმებით სარგებლობს პრეზიდენტი, როცა ის ანიჭებს მოქალაქეობას უცხო ქვეყნიდან შემოსულ პირებს. მეორე – აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს სია იმ ადამიანების, თუ ვის მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. სახელები, გვარები და რომელი ქვეყნიდან არიან ჩამოსულები. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ბოლოდროინდელ მოვლენებს და ამასთან, ჩვენი ქვეყანა დღემდე საომარ მოქმედებაში იმყოფება, მაშინ დასავლეთისთვის თავის მოწონების დრო ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, რომ დასავლეთი ითხოვს, ლტოლვილები უკან დააბრუნოს“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.
ცნობისათვის, 2017 წელს საქართველოს პრეზიდენტმა უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.
სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 9 ოქტომბრამდე, კომისიამ 5 321 მოქალაქეობის საქმე განიხილა, რომელთაგან 3 097-ზე დადებითი დასკვნა გამოსცა და, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები