ეკა ბესელია: შესაბამისი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ ტერორიზმის საფრთხის შესამცირებლად

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სუს-ის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შესაბამისი ორგანოების მხრიდან ყველაფერი კეთდება საფრთხის მინიმუმამდე შესამცირებლად.
“ხედავთ რა მასშტაბებს იღებს დღეს თანამედროვე სამყაროში უსაფრთხოების კუთხით, ტერორიზმის საფრთხე. მას არ აქვს საზღვრები, არ აქვს არც ერთი დამცავი სისტემა და საქართველო, რომელიც განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობით გამოირჩევა, გვაქვს რეგიონში გარკვეული გამოწვევები. შესაბამისი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საფრთხე მინიმალიზირებული იყოს და პრევენციის ეტაპზე იმოქმედონ”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები