ლევან დავითაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფატმა იაზგანს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ  და თურქეთთან, როგორც განვითარებულ აგრარულ ქვეყანასთან თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა ელჩს აგრარული დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს პოლიტიკა და განხორციელებული პროექტები გააცნო  და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მჭიდრო ურთიერთობით ერთობლივი პროექტების განხორციელება უფრო ეფექტიანი იქნება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საწარმოების, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების გამოყენების, ასევე, მეცხოველეობაში, სასათბურე მეურნეობებში, ირიგაციასა და სხვა მიმართულებებში გამოცდილების გაზიარების საკითხებს.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ფატმა იაზგანმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის როგორც მთავრობებს, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  ელჩმა საქართველოში ტყის აღდგენის კამპანიაში თურქი ბიზნესმენების ჩართვის მზაობა დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები