იტალიაში, 34 წლის ქართველი მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა და მატარებელს ემსხვერპლა

იტალიაში, ბოლცანოს რეგიონში, ქალაქ ნატურნოში, ტრაგედიის შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი 34 წლის მამაკაცია.
მედიის ინფორმაციით, როდესაც მატარებელი ვენოტადან გამოვიდა და ნატურნოს სადგურში უნდა გაჩერებულიყო, ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ელმავლის მემანქანემ საჭე ვერ დაიმორჩილა და მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ იტალიაში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა.
მათი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, მათ პოლიციისგან ოფიციალური შეტყობინება მიიღეს.
როგორც საკონსულოში აცხადებენ, საკონსულო მუდმივ კავშირშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და თვალყურს ადევნებს გამოძიების მსვლელობას.
ამასთან, როგორც კი პოლიციაში გარკვეული პროცედურები დასრულდება, გარდაცვლილის ოჯახს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების პროცესებში დაეხმარება.
„კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომლებიც ამჟამად იტალიაში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები