კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აბრეკ ფხალაძის გარდაცვალების გამო

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 97 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრის ყოფილი წამყვანი არტისტი, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი აბრეკ ფხალაძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
ასევე, მსახიობის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
მსახიობი 1920 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა. შეასრულა არაერთი დასამახსოვრებელი როლი თეატრსა და კინოში. („შერეკილები“, „სამოთხის გვრიტები“, „მეტიჩარა“, „საფეხური“, „წერილი ნაძვებს“, „ადამიანთა სევდა“, „ცხელი ზაფხულის სამი დღე“, „ძნელი დასაწყისი“, „გზა შინისაკენ“ და სხვა.)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები