გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დილიდან გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგენილია.

თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, აკრძალვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები