შვედეთში 60 წლის მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, 60 წლის მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა, აფეთქება ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მოხდა, დაიჭრა 45 წლის ქალბატონი, რომელიც საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს.
სამართალდამცველების განცხადებით, მამაკაცმა ქუჩაში დაგდებული ხელყუმბარა დაინახა, რომელიც ხელში აღების შემდეგ გააქტიურდა და აფეთქდა.
პოლიციის განცხადებით, მომხდარ აფეთქებას ტერორისტული თავდასხმის სტატუსი არ მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები