დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ელიას მთაზე ქვის ვარდნა შეჩერებულია

დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წმ. ელია თეზბიტელის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის მიმდებარედ არსებული შვეული კლდოვანი მასივის დაძრული ლოდებისაგან გაწმენდის სამუშაოები.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 1500 კვადრატული მეტრის ფართობი დაიზვერა და შემოწმდა, ტაძარი შეიფუთა საბურავებითა და ხის მასალით.
ალპინისტების საშუალებით მოიხსნა ცოცხალი ქვების მასა და ჩამოიყარა ქვემოთ. შეძლებისდაგვარად, ეს კლდეები გათავისუფლდა მცენარეებისაგან.
დღესდღეობით ქვის ვარდნა შეჩერდა 90%-ით.

ელიას მთაზე ქვათაცვენის პროცესი განსაკუთრებით წინა წლის მარტის თვეში გააქტიურდა. მიზეზი ბუნებრივი პირობები და ქანების სპეციფიური შემადგენლობაა. კლდეზე გაჩენილი ნაპრალები საფრთხეს უქმნიდა მე-5 საუკუნის ნატაძრალზე 8 წლის წინ რესტავრირებულ, წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიას, მონასტერსა და ტაძარში მოსულ მომლოცველებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები