ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით გამთენიისას მოხდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები