დიტო სამხარაძე: დაღუპული სპეცრაზმელის შვილებს რას ეტყვით? მამათქვენი უდანაშაულო ტერორისტებს ებრძოდაო?

“დაღუპული სპეცრაზმელის შვილებს რას ეტყვით? მამათქვენი პროფესიონალი არ იყო, თუ უდანაშაულო ტერორისტებს ებრძოდაო? სირცხვილია! ნატრობთ ქვეყნის არევას! ” ვერ მოგართვით”,-ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მხოლოდ საქართველოში არსებობს “დემოკრატიის შუქურა-მანათობელი ოპოზიცია” რომელიც ვითომდა, დასავლეთის სტანდარტს გვთავაზობს, მაგრამ შეფარვით ტერორისტებსაც იცავს.
“წარმოგიდგენიათ ის, რომ გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში! სპეც-სამსახურების მიერ აღკვეთილი ყოფილიყო ტერაქტი ან ლიკვიდირება მოეხდინათ ტერორისტების! “იქაური” ოპოზიცია დაიწყებდა ტერორისტების დაცვას? ან სპეც-სამსახურების ლანძღვას? რატომ არის ევროპის ქვეყნებში ტერორისტთან, პიროვნების უმნიშვნელო კონტაქტიც საბაბი მისი დაკავების? უბრალოდ, წარმოიდგინეთ! აშშ-ში 9/11 ტერაქტის შემდეგ, გამოძიების შედეგად, რომ დაფიქსირებულიყვნენ ტერორისტებთან ერთად პიროვნებები, რომლებიც ნიუ-იორკის ქუჩებში დასეირნობენ ან მეტიც, მობილურ ტელეფონს ყიდულობენ! კონტრ-ტერორისტული უწყებები ამ პიროვნებებს არ დააკავებდნენ? და თუ დააკავებდნენ, იმ პერიოდში მყოფი ოპოზიცია(დემოკრატები) რა სახის განცხადებებს გააკეთებდნენ? ლანძღვას დაიწყებდნენ ამერიკული სპეც-სამსახურების? თუ ისე მოიქცეოდნენ, როგორც ჩვენი ზე-ოპოზიცია აკეთებს? მხოლოდ საქართველოში არსებობს “დემოკრატიის შუქურა-მანათობელი ოპოზიცია”, რომელიც ვითომდა, დასავლეთის სტანდარტს გვთავაზობს, მაგრამ შეფარვით ტერორისტებსაც იცავს! დაღუპული სპეცრაზმელის შვილებს რას ეტყვით? მამათქვენი პროფესიონალი არ იყო, თუ უდანაშაულო ტერორისტებს ებრძოდაო? სირცხვილია! ნატრობთ ქვეყნის არევას! ვერ მოგართვით”,-წერს ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები