ნინო ლაცაბიძემ ისანში მცხოვრებ 50 ბავშვს საახალწლო საჩუქრები გადასცა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, სამშენებლო კომპანია „დირსის“ საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების 50 ბავშვს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას საკრებულოს წევრები ირაკლი ზარქუა და ვახტანგ შაქარიშვილიც ესწრებოდნენ.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში საბავშვო, გასართობი აქტივობები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პატარებისთვის ჯადოსნური სანახაობა მოეწყო და ოჩოფეხებისა და დრამერების შოუ გაიმართა. გარდა ამისა,  ისნის რაიონში  მცხოვრები ბავშვებისთვის,  ჯგუფის „რეზო და ბავშვების“ კონცერტი გაიმართა.

„ისნის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების ბავშვებს, კომპანია „დირსის“ დახმარებით,  კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ.  ბავშვებმა მიიღეს საჩუქრები და საახალწლო წარმოდგენებს დაესწრნენ. მოხარული ვიქნებით თუ „დირსის“ ეს სოციალური პასუხისმგებლობა სხვა კომპანიებისთვის მაგალითი იქნება“, –  განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

„დირსის“ საახალწლო ღონისძიებას რაიონის მცხოვრებლები, მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაცია „მომავლის მზის“ წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები