საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ნატოს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ოფისს როსარია პუგლისი უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობაზე მან უილიამ ლაჰიუ შეცვალა.
2017 წლის აპრილიდან როსარია პუგლისი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ცენტრალურ აზიაში ნატოს სამეკავშირეო ოფისს ხელმძღვანელობდა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ლიბიაში, უკრაინაში, კოსოვოსა და მოლდოვაში.
2008-2012 წლებში როსარია პუგლისი, ასევე იყო საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პოლიტიკური მრჩეველი.