ბათუმში, მამაკაცი მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია, ეს იყო უბედური შემთხვევა და თუ სუიციდი, გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები