კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დღეს გაიმართება

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის,  მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საჩივრის განხილვა 22 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა იმის გამო გადაიდო, რომ სასამართლოსთვის საქმის მასალები  გადაცემული არ იყო.

უკრაინის გენპროკურატურამ კიევის პეჩორის რაიონული სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელმაც სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები