მეუფე შიო: ეს ყოფილიყოს ბედნიერი, მშვიდობიანი და უფალთან დაახლოების წელი

ეს ყოფილიყოს ბედნიერი, მშვიდობიანი და უფალთან დაახლოების წელი – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა.
„ხვალ ახალი წელი შემოდის და სწორედ ამაზე ვფიქრობთ, როგორ ვეგებებით ჩვენ ახალ წელიწადს – უნდა მივეგებოთ იმ განწყობით, რომ ყოველი სიკეთე, ყოველი მიზანდასახულობა ჩვენი ცხოვრებისა, უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის, როგორც ახლა არის ძალიან მიღებული და გავრცელებული, არამედ, მარადიული სიცოცხლისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანი. შემდგომი წელიწადი ყოფილიყოს, ამ თვალსაზრისით, ყოველი ჩვენგანისთვის და ჩვენი ერისთვის წინგადადგუმული ნაბიჯი. ეს ყოფილიყოს ბედნიერი, მშვიდობიანი და უფალთან დაახლოების წელი“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები