საქართველოს მთავარმა პროკურორმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან, მამუკა ვასაძესთან, გიორგი გაბიტაშვილთან, გიორგი ბადაშვილთან და გიორგი გოგაძესთან ერთად, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა.
სტუმრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი 2018 წელი მიულოცეს და პროკურატური სთანამშრომლების მიერ შეძენილი საჩუქრები – საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასურსათო პროდუქტი, სათამაშოები და ტკბილეულიგადასცეს.
წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებმა მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს მადლობა გადაუხადეს და საზეიმო წარმოდგენა გამართეს.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრნენ და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები