ცუდი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი რეისი გაუქმდა

ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი რეისი გაუქმდა.
როგორც „კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, ავიაკომპანია „ლოტის“ რეისი, რომელიც ვარშავიდან თბილისის მიმართულებით დღეს, გამთენიისას უნდა შესრულებულიყო, ცუდი ხილვადობის გამო გაუქმდა.
აეროპორტში აცხადებენ, რომ სხვა ავიარეისები არ გაუქმებულა და ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებების გარეშე განაგრძობს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები