თამარ ტალიაშვილმა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებლებს ახალი წელი მიულოცა

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის  ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარმა დეპუტატმა,  განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ  თამარ ტალიაშვილმა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
დეპუტატებმა მოხუცებს საახალწლო ნობათთან ერთად, საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ინვენტარი გადასცეს და  მხარდაჭერა აღუთქვეს, რისთვისაც პანსიონატის დირექტორმა მათ მადლობა გადაუხადა.
სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში  ამჟამად  56 მოხუცი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები