მუშამ, რომელიც ვალეში სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვდა, თავი ჩამოიხრჩო

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში, საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულმა 35 წლამდე მამაკაცმა, სახლის აბაზანაში თავი ჩამოიხრჩო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილს ბევრი ვალი ჰქონდა და იმის გამო, რომ ხელფასს ვერ იღებდა, ვერც ბინის ქირას ისტუმრებდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ერთ–ერთი იყო იმ აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ვალეში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 27 დეკემბერს, ღამით, აქცია გამართეს. მუშები ბოლო ოთხი თვის ხელფასის დარიცხვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოების შეჩერებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები