გულია გოცირიძემ გლდანის მოსახლეობას შობა – ახალი წელი მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გულია გოცირიძემ, მის სამაჟორიტარო ოლქში, გლდანის ლუწ მიკრო რაიონებში, მაცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
საკრებულოს ინფორმაციით, გულია გოცირიძე ორი დღის განმავლობაში 20 ოჯახს ესტუმრა და ომის ვეტერანებს, მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან, სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადასცა.
დეპუტატმა მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, სიკეთე და ჯანმრთელობა უსურვა და ყველა პრობლემის გადაწყვეტაში თანადგომას დაპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები