დღეს გრიბოედოვის თეატრში საქველმოქმედო აქცია გაიმართება

29 დეკემბერს, 12.00 საათზე, თბილისის ალ.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში „ახალი საშობაო ზღაპრის“ საქველმოქმედო ჩვენება გაიამრთება.
როგორც „კვირას“ გრიბოედოვის თეატრში განუცხადეს, სპექტაკლს დაესწრება 500-ზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ბავშთა სახლებიდან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და ა.შ.
სპექტაკლის დამთავრებისთანავე სტუმრები მიიღებენ საჩუქრებს – ტკბილეულის ნაკრებს და ადაპტირებულ წიგნს ლექსიკონითა და სავარჯოშოებით ყმაწვილი ქართულენოვანი მკითხველებისთვის.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსული კლუბის“ მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები