გიორგი კვირიკაშვილი: ტურიზმი რჩება ინვესტიციებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად

„ტურიზმი რჩება ინვესტიციებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად და, დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც 2018 წელი იქნება ძალიან წარმატებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, 2017 წელს, საქართველოში ვიზოტორების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 2017 წელი ტურიზმის თვალსაზრისით ძალიან კარგი წელი იყო.

„ტურიზმში გვქონდა ძალიან კარგი წელი, 7 მილიონს გადააჭარბა ვიზიტორების რიცხვმა. ტურიზმი რჩება ინვესტიციებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად და, დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც 2018 წელი იქნება ძალიან წარმატებული. საქართველოს მთავრობა ერთ-ერთ ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობად იქნა მიჩნეული ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის. საქართველო პირველად გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის – OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა.
2018 წლიდან ამოქმედდება პეტიციების ვებ-პორტალი, ichange.gov.ge, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ ღიად, ელექტრონული წესით დააფიქსირონ საკუთარი ინიციატივები, მხარი დაუჭირონ მათთვის საინტერესო ინიციატივებს და 10 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, განიხილოს ეს პეტიცია და პასუხი აცნობოს ხელმომწერთ.
ვეცადე, ძალიან მოკლედ შევხებოდი იმ წარმატებებს, რომელიც 2017 წლის განმავლობაში გვქონდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი. 2017 წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი გამოწვევებიც, არაერთი მძიმე წუთი და დღე გამოვიარეთ და ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, შევძელით ამ გამოწვევების გადალახვა. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით ჩვენ მომავალ წელსაც გავუმკლავდებით გამოწვევებს და 2018 წელსაც ერთობლივად მივაღწევთ წარმატებებს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები