სემეკი სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს

ხვალ, 11.00 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს.
როგორც „კვირას“ სემეკ-ის პრესსამსახურიდან აცნობეს, კომისიის მიერ ტარიფები დადგინდება 3 წლიან რეგულირების პერიოდზე.
ამავე სხდომაზე დადგინდება „ჟინვალჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისთვის. გარდა ამისა, განისაზღვრება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობები.
საჯარო სხდომაზე დასწრება ნებისმიერ პირს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები