ილია მეორე სომხეთის პრეზიდენტს: ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ გადავლახავთ ტერიტორიულ პრობლემებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ორივე ქვეყანა საქართველოც და სომხეთიც ტერიტორიულ პრობლემებს გადალახავს.
„ყოველთვის სიყვარულით ვიხსენებთ ჩვენს წინა შეხვედრებს. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გადავლახავთ ყველა პრობლემას, რომელიც გვაქვს – ტერიტორიულ პრობლემებს“, – მიმართა პატრიარქმა სომხეთის პრეზიდენტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები