დავით მესხიშვილი: გზებზე დაშავებულების და გარდაცვლილების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში, 2017 წლის დადებით ტენდენციებზე და გზებზე გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირებაზე ისაუბრა. მან ყურადღება უარყოფით მხარეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული ღონისძიება, რაც საცობების შემცირებაზე აისახებოდა, არ განხორციელებულა.
“დადებითი ტენდენციები, რაც 2017 წელს განხორციელდა, იყო ქულათა სისტემა, უკონტაქტო პატრულირება, რომელსაც დადებითი მომენტები ჰქონდა, მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალში უფრო კარგი შედეგები გვექნება. დადებითი შედეგი აისახა იმაშიც, რომ დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის, დაახლოებით, 15-20%-იანი კლების ტენდენცია შეინიშნება. თუმცა, გზებზე გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებელი, კვლავ კატასტროფულია. დადებითად უნდა ჩავთვალოთ ავტობუსების ჩანაცვლებაც და არა დამატება, მდგომარეობის გამოსასწორებლად 1000 ავტობუსია საჭირო, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმარისი არ არის. უნდა აღინიშნოს ახალი მეტროსადგურის გახსნაც. შსს-ს მიერ ჭკვიანი კამერების შეძენა, ეს უდავოდ კარგი ნაბიჯია, განსაკუთრებით გადაჭარბებული სიჩქარის კონტროლისას. უარყოფით ნაწილს რაც შეეხება, არ განხორციელებულა ინფრასტრუქტურული ღონისძიება, რაც საცობების შემცირებაზე აისახებოდა. დღეს შესაძლოა, პეკინის ქუჩამ ცოტა “ამოისუნთქა”, მაგრამ ყველა სხვა ქუჩა, რაც მასთანაა დაკავშირებული, გადატვირთულია. აღნიშნული ცვლილება, პეკინის გაცალმხრივება, ახლომდებარე უბნებს ვაკეს, დიდუბესაც შეეხო და ამიტომ ამაზე წინასწარი კვლევები უნდა ჩატარებულიყო”, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები