კახა კალაძე: ერთად, აუცილებლად შევძლებთ, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად ვაქციოთ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები სამ ლოკაციაზე – გლდანში, ძველ თბილისსა და ვარკეთილში გაიმართება.

„ვისაც სურვილი აქვს ამ ღონისძიებებზე დასწრების, იცით, რომ როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს. ყველა ადამიანს, ვისაც კონცერტზე დასწრების სურვილი ექნება, უფასო საზოგადოებრივი  ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იქნება. მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო. ჩვენ ერთად, აუცილებლად შევძლებთ, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად ვაქციოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ 04:00 საათამდე იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები