ანსამბლმა “შვიდკაცამ”  N16  პენიტენციურ დაწესებულებაში წინასაახალწლო კონცერტი გამართა

წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ანსამბლი “შვიდკაცა”  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და მსჯავრდებულებისთვის წინასაახალწლო კონცერტი გამართა.

ანსამბლის წევრებმა საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს, მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საკუთარ ოჯახებში უახლოეს მომავალში დაბრუნება უსურვეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია  პრიორიტეტია და  ანსამბლ “შვიდკაცას” კონცერტი  სწორედ აღნიშნულის ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები