გულია გოცირიძე: 2018 წელს გლდანში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება

თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრო რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ  მოსახლეობას დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გაწერილი ის პროგრამები გააცნო, რომელთა განხორციელებაც გლდანის რაიონში 2018 წელს დაიწყება. შეხვედრას რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძეც ესწრებოდა.

როგორც გულია გოცირიძემ განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტი გლდანში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემის  მოწესრიგებას, დანგრეული სახლების მცხოვრებთათვის კომპენსაციის გაცემას და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის განვითარების ხელშეწყობას მოხმარდება.

გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, რაიონში სხვადასხვა სოციალური პროგრამები განხორციელდება. მისივე განცხადებით, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტში  გლდანის რაიონში თანხები სხვადასხვა სპორტული, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებებისთვისაც არის გამოყოფილი.

როგორც გულია გოცირიძემ განაცხადა, 2018 წელს გლდანში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო  პროექტი განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები