თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს.

კრწანისის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ)  მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და გახოკიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯანაშიას, შანიძის და მელიქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები