პატრიარქის მიმართვა ოპოზიციას – ერთად ვაკეთოთ საქვეყნო საქმე

მინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მოერემ საიუბილეო ვახშამზე ოპოზიცია და მთავრობა დალოცა.
უწმინდესმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას ურთიერთ პატივიცემისკენ მოუწოდა და საერთო, კეთილის საქმის კეთება ურჩია.
“ჩემი გაგებით ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს მთავრობის გაკეთებული, ოპოზიციამ უნდა დაეხმაროს ხლსუფლებას რაც გამორჩა კეთილი და სასარგებლო ერისა და ქვეყნისათვის, ის შეახსენოს. მას უნდა ჰქონდეს პატივისცემა მთავრობისა და მთავრობას უნდა სცემდეს პატივს ოპოზიციას.
მომისმენია ერთ-ერთი ქვეყნის პარალამენტის თავმჯდომარის სიტყვები, – მე არ მყავს ოპოზიციაო, მაშ როგორ ხართ-მეთქი და ყველა ვაკეთებთ საქმესო. გთხოვთ, როგორც თქვენი პატრიარქი ვაკეთოთ ყველამ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ეკლესიისათვის და ხალხისთვის. ღმერთმა დალოცოს ხელისუფლება პარლამენტი და ოპოზიცია ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართელო”, – ბრძანა უწმინდესმა.
25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები