საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, მეუღლესთან, რიტა სარგსიანთან ერთად, ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ, სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ​მა თენგიზ ფხალაძემ და საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი საგანელიძემ.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან – პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

სერჟ სარგსიანი ასევე მოინახულებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები